ალდაგმა, მონაცემთა დაცულობისა და გამჭვირვალობისთვის, დაიწყო ბლოკჩეინის გლობალური ტექნოლოგიის გამოყენება. კომპანიაში შექმნილი ციფრულად ხელმოწერილი სადაზღვევო პოლისი პარალელურად იგზავნება ბლოკჩეინ სისტემაში, რაც განხორციელებული ტრანზაქციის ვალიდურობას და უტყუარობას უზრუნველყოფს.